პილიგრიმები სახელწოდება "Georgia"-ს შესახებ

 

 

გრიგოლ ფერაძე

 

 

მრავალფეროვნება სახელებისა, რომლებითაც პილიგრიმები იცნობდნენ საქართველოსა და ქ ართველებს


 

პალესტინის ქართული მონასტრების სწორი იდენტიფიკაციისათვის უდიდეს სირთულეს ქმნის ის, რომ პილიგრიმები ქართველებსა და მათ ქვეყანას მრავალ სხვადასხვა სახელს უწოდებდნენ. მიზეზი ალბათ ეს გახლავთ:
საქართველო შორს იყო პალესტინიდან და პილიგრიმებს, რომლებიც მას მხოლოდ ყურმოკვრით იცნობდნენ, უძნელდებოდათ მრავალგვარი ქართული ტომობრივი სახელის განსხვავება. ამიტომ ადვილი არ არის, თავიდან ავიცილოთ გაუგებრობანი პალესტინის ქართველ ბერთა კოლონიების კვლევის დროს (*1).

ქართველები იერუსალიმში არ ცდილობდნენ, ყოველი უცხოელისათვის თავიანთი ქვეყნის ისტორია და კულტურა გაეცნოთ (*2), როგორც, მაგალითად, სომხები იქცეოდნენ. უფრო მეტიც, უნდა გვახ სოვდეს, რომ პილიგრიმული ლიტერატურის ავტორები, მცირე გამონაკლისის გარდა, საკმაოდ გაუნათლებელი და უმეტეს წილად ძალზე თავგამოდებული კათოლიკეები იყვნენ. ასეთ ადამიანებს ქართველები ყველაზე ცუდი მწვალებლებლად მიაჩნდათ და ყოველთვის იმეორებდნენ მხოლოდ იმას, რასაც ფრანცისკელები (*3) უყვებოდნენ (*4).

როგორც წინა ნაწყვეტებიდან ჩანს, პილიგრიმები საქართველოსა და ქართველებს სხვადასხვა სახელს უწოდებდნენ.
ეს სახელებია:
Iberians, Lazes, Gogarenes, Jorjans, Cursy, Avignia (*5), ქალთა ქვეყანა (Land of Feminic) (*6), Jorsy, Jorsites, Georgittes, Georgiani, Jorgani, Gorgi, ჯორიანისანი ("of the Jorian")(*7), Kurgy, Corsy, იოანეს ქვეყნის ქრისტიანები (*8), სარტყლის ქრისტიანები ("the Christians of the Cincture")(*9), Corsses, Kerches, Kirchens, Gorgotas (*10), Gorziani, Jordiani (*11), გრიგორიანები (*12), გრუზინი (რუსულად).

ზოგჯერ ერთი და იგივე ავტორი ქართველებს სხვადასხვა სახელს უწოდებს. ესენია: Jorschites ან Georgittes; Jorsies ან Georgyttes; Jorsies ან სპარსეთის Jorsites (*13); "გეორგიანები, რომელთაც აგრეთთვე ეძახიან ნუბიელებს და რომლებიც უმეტესად ცნობილნი არიან, როგორც სარტყლის ქრისტიანები... გრიგორიანები" (ქართველები); Georgyts ან Jorsies, Jheoriani (*14); Gorziani (eo vero Iveri) ან Georgiani; Zorgiani (*15); Iberians ან Georgians; Jorsies ან Georgittes; გურულები (*16);   

 


პილიგრიმები სახელწოდება "Georgia"-ს შესახებ

ბუნებრივია, პილიგრიმთა ყველა განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით შეუძლებელია გულისყურიანი გამოკვლევისა და კრიტიკის გარეშე დავეთანხმოთ, მაგრამ ჩანაწერებს, რომლებიც შემოწმდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული კულტურის ისტორიისათვის. პილიგრიმები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, უპირველეს ყოვლისა, სიტყვა "Georgia"-ს ეტიმოლოგიას. ზოგი მათგანი ქვეყნის სახელწ ოდებას წმ. გიორგის, ქართველთა მფარველ წმინდანს უკავშირებს.
" ეს ხალხი ყველა წმინდანზე მეტ პატივს წმ. გიორგის მიაგებს. ის გამოსახულია ყველა მათ დროშაზე და განსაკუთრებული მოწიწებით ეთაყვანებიან" (*17).  სხვები ამბობენ, Georgian-ები (ქართველები) წმინდა გიორგიმ მოაქცია და ამიტომ ჰქვიათ მისი სახელიო (*18). ეს წმინდანი, შესაძლებელია, წარმოშობით ქართველია (*19). მათ ეწოდებათ Georgian-ები იმიტომ რომ, "რაინდ გეორგიუსის" (*20), ანდა უფრო რომელიღაც მწვალებელ გიორგის (*21) რწმენის მიმდევრები არიანო. ფრანც ფერდინანდ ტროილოელი  (1717 წ.) ყურადღებით იკვლევს ამ ეტიმოლოგიურ საკითხს. მან აღმოაჩინა რომ, ქვეყანას Georgia უკვე წმ. გიორგის დაბადებამდე ეწოდებოდა და სიტყვა "Georgia"-ს უკავშირებს ბერძნულ "
gewrgos - გეორიოს"-ს, რაც ნიშნავს "მიწისმოქმედს" (*22).  


 

შენიშვნები:

#1. - ქართველებს ურევენ სირიელებში. აი მაგალითად რას წერს უილიამ მამაცი 1461 წ.:
"მიწის ნაპრალთან, სადაც ჯვარი იპოვეს, დგას საკურთხეველი, რომელსაც სირიელები ფლობენ. მათ აგრეთვე აქვთ სამლოცველო გოლგოთას მთის ძირში. ბერძენთა მსგავსად შეცდომით წ ირავენ. როგორც თავად ამბობენ, ისინი მოაქცია წმინდა გიორგიმ"
.
- აქ რომ სირიელები ქართველების ნაცვლად იხსენებიან, ამას ადასტურებს შემდეგი გარემოება: იმავე  (1461) წელს როშეშუარის თანახმად ჯვრის აღმოჩენის სამლოცველო ქართველებს ეკუთვნოდა. კიდევ უფრო აბსურდულია იაკობ ბერნელის (1346-47 წ.) ცნობა. იაკობ ბერნელი ერთმანეთში ურევს ქართველებს, ნუბიელებს, წმ. თომას ქრისტიანებსა და იოანეს ქვეყნის ქრისტიანებს.
"იოანეს ქვეყნის წმ. თომას ქრისტიანები მთელი დღე გალობენ და წირვის დროს 100-ჯერ და მეტად იმეორებენ ალილუიას. მათ მინიჭებული აქვთ დიდი თავისუფლება, შეუძლიათ ყოველთვის ატარონ ხელით ჯვარი, და არ მოეთხოვებათ გადაიხადონ გადასახადი წმინდა საფლავში შესვლისას. ამის მიზეზი ისაა, რომ თუკი მოისურვებენ, თავიანთ ქვეყანაში - ნუბიაში ნილოსის წყალი დააგუბონ; მთელი ეგვიპტე გაუდაბურდება. ნუბიელებმა იციან სამი სხვადასხვა სახის ნათლობა: წინადაცვეთა, ნათლობა ცეცხლით, როცა შუბლზე ჯვარი დაიდაღება და ნათლობა წყლით. ტანისამოსი, რომელიც ქართველებს (Georgittes) აცვიათ, სირიელთა ტანისამოსის მსგავსია, ოღონდ სირიელებს თეთრი თავსაბურავი ახურავთ, ქართველებს კი - შავი."
  Deutsche Pilgerreisen nach dem hl. Lande. Hrsg. von. Rh. Rohricht und Heinrich Meissner, Berlin, 1881, AA. 52.
წმინდა მიწაზე წმ. თომას ქრისტიანების პრივილეგიებით სარგებლობენ ქართველები; ეს არის ეპოქა იერუსალიმში ქართველთა გამგებლობისა. შდრ. ლუდოლფ ზუდჰაიმი, ზემოთ, გვ. 37: "ჯვაროსანთა შემდეგ მეორე ადგილი პალესტინაში სირიელებს ეკავათ" (Tobler, Golgotha, გვ. 291). სირიელებში, ალბათ, იგულისხ მებიან ქართველები: "წმინდა იაკობის მონასტერი ეკუთვნის იაკობიტებს" (PPTS, VI, თავი X). ვინ არიან ეს აიკობიტები? ჩემი აზრით იაკობიტებში ქართველები იგულისხმებიან. შდრ. აგრეთვე PPTS, V, 1891-1172 წ. ცნობა. სახელწოდება იბერიელი რომ არასწორად იხმარეს "ესპანელის" მნიშვნელიბით, ტობლერმაც აღნიშნა (Topographie, I, გვ. 360-361,  #1); რაკი ქართველები ბერძნების მსგავსად მართლმადიდებლები იყვნენ, ბევრი კმაყოფილდებოდა იმის აღნიშვნით, რომ ისინი "მიეკუთვნებოდნენ მართლმადიდებელ ქრისტიანებს" (იხ. ზემოთ, გვ. 50, შენ.109).
ლუდოლფ ზუდჰაიმი (PPTS, LXII, გვ.103) 1350 წ. ისე აღწერს ნუბიელებს, როგორც გოლგოთის ძირში მდებარე სამლოცველოს მფლობელებს. შესაძლოა, აქ ქართველებთან დაკავშირებული იგივე შეცდომა მეორდება (იხ.ქვემოთ, ამ სამლოცველოს ისტორია, გვ. 95).    
#2. - სამწუხაროდ, არც ეხლა ექცევა დიდი ყურადღება ამ საქმეს (- შენიშვნა ბ.სისაურისა)
#3. - ფრანცისკელები - კათოლიკური რელიგიური ორდენის წევრები (- ბ. სისაური)
#4. - ერთი პილიგრიმის მიხედვით ქართველებს ბერძნებისა და სომხების მსგავსი რწმენა აქვთ (1653-1656 წწ.). Palestinafahrt des Ignatio von Rheinfelden, Wurzberg, გვ. 151. ჰერცოგი ფრიდრიხ II (1507 წ.) ჯვრის მონასტრის ქართველ ბერებს წმ. პავლეს რწმენის მიმდევრებად მიიჩნევს.
#5.  - ერნული, 1231 წ. გვ. 47: "La terre dont ils sont (des Jorians) a nom Avegie" 1261 წ. დოკუმენტში საქართველოს ეწოდება "Avegnia, terra Georgianum", იქვე. გვ.95, 158.
#6.  - "ამბობდნენ, რომ ისინი (ქართველები) მოვიდნენ ქალთა ქვეყნიდან, სადაც ამორძალები ამხედრებულნი მიდიან ომში"; 1187 წ.- La Citez de Iherussalem, გვ.217; Conder, Latin Kingdom, გვ. 222.
#7.  - 1187 წ. La Citez de Iherussalem,  გვ.216. იხ. ზემოთ, შენ.*5.
#8.  - იხ. ზემოთ, გვ.143, შენ.79. შდრ. აგრეთვე ზ. ავალიშვილი, გვ.150-1
#9.  - ლათინელები ქართველებს უწოდებდნენ "სარტყლის ქრისტიანებს". Conder. დასახ. ნაშრ. გვ.222' "სხვა სახელით მათ (ქართველებს) უწოდებდნენ "სარტყლის ქრისტიანებს". ეს იმიტომ, რომ წმ. გიორგიმ თავისი სარტყლით შეჰკრა ვეშაპი და მისცა ქალწულს". 1422 წ. Canissius, დასახ.ნაშრ. გვ.269
#10.  - "Di  sotto a monte Calvario trovarete Gorgotas" - Viaggi in Terra Santa, Napoli (Fibreno), 1862, გამოცემულია #396 ხელნაწერის მიხედვით, რომელიც დაცულია ბოლონიაში - della biblioteca de Canonici Regolari di S. Salvatore (სამწუხაროდ, არც ავტორი და არც პილიგრიმობის დრო მოხსენებული არ არის), გვ.7.
#11.  -XIV ს. 50-იანი წლებიდან - 60 წლებამდე L. Conrady. Vier Rheinsche Palestina-Pilgerschriften des XIV. XV und XVI Jahrhundert, Wiesbaden, 1882, გვ.45.
#12.  - XV საუკუნე. Claes von Dusen, Conrady, იხ. გვ.209.
#13.  - ზებალდტ რიტერი, 1464 წ. იოჰან შილტერბერგერი ქართველებს უწოდებს: Gurscy, Kurtzy, Gursy, Gorsites, Gorgetes - იხ. Johannes Schilterberger. Reisen in Europa, Asien und Afrika, in des Jahren 1394-1427. Hrsg. von. Cari Fried, Neumann, Munchen, 1859.
#14.  - იხ. ზემოთ, გვ.60, შენ. 150
#15.  - XV საუკუნე, ფრანჩესკო სურიანო
#16.  - იხ. გვ. 49, შენ.101; როგორც მითხრეს, განსვენებული პლატონ იოსელიანი (ცნობილი ქართველი ისტორიკოსი) თავის ნაშრომში "razlichnie naimenovania Gruzinov" (S.P.B.1844 - რუსულ ენაზე) ეხება სხვადასხვა სახელწოდებას, რომელთაც უცხოელები უწოდებდნენ ქართველებსა და საქართველოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ნაშრომი ჩემთვის მხოლოდ სათაურით არის ცნობილი.
#17.  - Jacques de Vitry. "ამ ხალხს Georgian-ებს უწოდებენ, რადგანაც ისინი განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობიან და ეთაყვანებიან წმ. გიორგის, ვისაც თავიანთ მფარველად და მედროშედ თვლიან ურწმუნოთა წინააღმდეგ ბრძოლაში და პატივს სცემენ ყველა წმინდანზე მეტად". იხ.ზემოთ, გვ.30
#18.  - უილიამ მამაცი, 1461 წ.: "ქართველები, როგორც ამბობენ, მოაქცია წმ. გიორგიმ".
#19.  - მ. ბაუმგარტენი, 1507 წ.: "Georgian-ები აღმოსავლეთის ხალხია, ძ ალზე მედგარი და მეომარი ერი. სახელი ქართველთა წმინდანის მიხედვით ჰქვიათ, რომელსაც თავიანთ მფარველად და შემწედ აღიარებენ და რომელსაც ყველაზე მეტად სცემენ თაყვანს". წინადადება "ქართველთა წმინდანის მიხედვით" ნიშნავს იმას რომ წმ. გიორგი დაიბადა საქართველოში ან იყო ქართველი.
#20.  - Ignatio von Rheinfelden, Wurzberg, 1667, გვ.151. მოგზაურობის თარიღია 1653-1656 წლები.
#21.  - ლუი დე როშეშუარი, 1461 წ. გვ.. 255-256.
#22.  - ფრანც ფერდინანდ ტროილოელის ცნობა განსაკუთრებით საინტერესოა და აქ მთლიანად მოგვყავს:
"ბევრი ამბობს, თითქოს Georgian-ებმა თავიანთი სახელი მამაცი გმირის, გიორგის გამო მიიღეს.მათი თვალსაზრისი ემყარება იმას, რომ Georgian-ები დიდ თაყვანს სცემენ წმ. გიორგის და ერთგულნი არიან მისი, ყოველ დროშაზე აქვთ მისი გამოსახულება, ნიშნად იმისა, რომ ისინი ქრისტიანულ რწმენაზე მოაქცია მან და მხოლოდ მან. სინამდვილეში Georgian-ებს ამ სახელს უეჭველად ეძახდნენ მანამდე, ვიდრე წმ. გიორგი დაიბადებოდა, ვინაიდან მელა, რომელიც იმპერატორ კლავდიუსის დროს ცხოვრობდა, იხსენებს მათ თავის პირველ წიგნში, სადაც ამ ხალხის ქვეყანას აღწერს. სხვებს სჯერათ, რომ Georgian-ებს მიწათმოქმედების სიყვარულის გამო უწოდებენ. მანამდე ესპანელები მათ იბერებს ეძახდნენ, რადგანაც ისინი მდინარე იბერის ნაპირებზე ცხოვრობდნენ. მოგვიანებით ისინი მცირე აზიაში წავიდნენ და ქვეყანას, სადაც დასახლდნენ, იბერია უწოდეს. სხვები, აგრეთვე ალბანელებს უწოდებენ, არა საბერძნეთის პროვინცია ალბანეთის, არამედ აღმოსავლეთის ალბანეთის მიხედვით, რომელსაც ამჟამად "Georgia" (საქართველო) ეწოდება" (Francis Ferdinand von Troilo, დასახ. ნაშრ. გვ. 188-189) {პომპონიუს მელასთან, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ ნახევარში ცხოვრობდა, ტერმინი Georgian-ი არ გვხვდება და, საერთოდ ამ ტერმინის ეტიმოლოგია, რომელსაც ფრანც ფერდინანდ ტროილოელი გვთავაზობს, მიუღებელი ჩანს - იხ. გ.გელაშვილი, მ.მგალობლიშვილი, გ.პაიჭაძე. საქართველოს და ქართველების აღმნიშვნელი ტერმინები ევროპულ ენებში - საქართველოს და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია, თბ.1993, გვ.294-309; 303-4 - შენიშვნა გოჩა ჯაფარიძისა}



ნაშრომი მოცემულია წიგნის სერიიდან "ქართული ეკლესიის ისტორია - მასალები და გამოკვლევები; ტომი 4";
ავტორი:გრიგოლ ფერაძე - "უცხოელ პილიგრიმთა ცნობები პალესტინის ქართველი ბერებისა და ქართული მონასტრების შესახებ", (ნაწილი მეორე - "საქართველოსა და პ ალესტინაში ქართველ ბერებთან დაკავშირებული ფაქტების გამოსავლენად ჩატარებული პილიგრიმული ლიტერატურის კვლევის შედეგები").
წიგნის დამატებითი შენიშვნები დაურთო გოჩა ჯაფარიძემ ©.
© ნაშრომის ელექტრონული მასალა და დიზაინი მომზადებულია
ბესიკ სისაურის მიერ.

The essay "Etymology of the word "Georgia" - presented from the book by Gregory Feradze "An account of the Georgian monks and monasteries in Palestine as revealed in the writings of non-Georgian pilgrims."
© Comments: by Gocha Djafaridze.
© The material brought to you by Besiki Sisauri (M.Div).

The author:
Archimandrite Gregory Feradze (1899-1942), a well-known Georgian researcher, Doctor of Philosophy of Bonn University, Professor of Petrology of the University of Warsaw, Rector of the St. Nino Georgian Church in Paris, is the author of many notable studies on problems of the history of Old Georgian literature. He is credited with significant scholarly discoveries, including that of the Georgian manuscripts (MS) of the Typicon of the Petritsoni Monastery in the Public Library of Sofia, and of the so-called Tischendorf MS of the
Agapae
of the Monastery of the Cross, at the University Library in Leipzig University. In the final years of his life, Peradze worked at Warsaw University (Poland). Arrested for anti-nazi activity, he perished in the Oswiecim concentration camp.
Peradze's extensive study "An Account of the Georgian Monks and Monasteries in Palestine", published in 1937 in the magazine "Georgica" - A Journal of Georgian and Caucasian Studies" (vols.4 and 5, pp.181-246), holds a special place in his scholarly legacy. It is based on the notes on the Georgian monasteries in Palestine, made by European pilgrims and travelers who visited the Holy Land in 5th-19th centuries. In these records Peradze brought to light information about the early activity of the Georgians in Palestine, discussion on its basis the state of Georgian churches and monasteries and of the Georgians in the Holy Land till the 10th century, during the Latin domination, and in the 12th-19th centuries. He studied the history of individual Georgian monasteries. No researcher interested in the activities of Georgians in Palestine can bypass this
study.


HOME

© Copyright, 2000
© ყველა უფლება დაცულია
B e s i k i    S i s a u r i